მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

სამშაბათი, 14.05.2024
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ველური" ფეხბურთელი
14:09
ველური" ფეხბურთელი


უგო ტოკალი, რომლის ხელმძღვანელობითაც არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ირწმუნება, რომ დი მარია მას ახსენებს იმ თამაშს, რომელსაც ამას ძველ დროში ახსენებდნენ მას ქუჩის მოთამაშეები. მართლაც, როცა დი მარია მოედანზე ბურთაობს, შეიძლება, ბევრს მოგეჩვენოთ, რომ მას თავი არა დიდ არენაზე, არამედ ქუჩაში ჰგონია.

აკადემიური ფეხბურთი, მწვრთნელთა ფეხბურთი, აგრძელებს წინასწარმეტყველური განვითარების გზაზე სიარულს მანამ, სანამ არ გამოჩნდება ქუჩის მოთამაშე. ამჟამინდელი ევოლუცია "მადრიდისა" იყო მუდმივი და გათვლილი, და ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა პროგრესირებდა როგორც მოსალოდნელი იყო თავდაპირველად. ფეხბურთელი, რომელიც სტერეოტპიებს ამტვრევს - ანხელ დი მარიაა.

შეგვიძლია თუ არა, რომ დი მარია ჟოზეს ეპოქის საუკეთესო ტრანსფერად ჩავთვალოთ? რატომაც არა?! მისი ერთადერთი კონკურენტი, ალბათ, მაინც მესუთ ოზილია, რომელიც "დი მაგიასთან" (მისი მეტსახელი) ერთად გადმოვიდა გუნდში. იქნებ სხვა მოთამაშეც გავიხსენოთ, რომელიც ამაში შეეცილება არგენტინელს? საეჭვოა... აი, ოზილი კი, რომელმაც გასული სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა, წელს საერთოდ დაკარგულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010/11 წლების სეზონი მესუთს უფრო კარგი გამოუვიდა, ვიდრე არგენტინელს, მაგრამ სხვაობა უმნიშვნელო იყო, რადგან დი მარიაც არანაკლებ პროდუქტიული იყო შარშან. დღეს კი სულ სხვაგვარი სიტუაცია გვაქვს - მესუთი ფორმიდან უკვე დიდი ხანია, ამოვარდნილია და ის თამაში, რომელსაც ის შარშან გვთავაზობდა, აშკარად სადღაც "დაკარგა". ამ დროს კი ანხელი გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელსაც უამრავი საგოლე პასი აქვს საკუთარ აქტივში და რამდენიმე გოლის გატანაც მოახერხა.

მას ყველაფერი გააჩნია, ეშმაკობა, მოხერხებულობა, სითამამე, სანახაობრივად თამაშის შესაძლებლობა. მას შეუძლია, შეთავაზოს მაყურებელს თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი მაინც, რომელთაგან არცერთი მათგანი სკოლაში არ ისწავლება... და ზემოთნახსენები უგო ტოკალი, არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, რომელიც ააანალიზებს "ანხელიტოს" თამაშს, მას ისეთი ტერმინებით მოიხსენიებს, როგორიცაა "მაწანწალა", "თავხედი", "ზარმაცი". და თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს უარყოფით კონტექსტშია ნათქვამი, ცდებით...

სამეფო აკადემიის ლექსიკონში აღნიშნულია, რომ სიტყვა "аtorrаnte"- ეს გააჩნია რამდენიმე მნიშვნელობა: ზარმაცი, უსაქმური, თავხედი, უნამუსო ადამიანი, მაწანწალა.

დღეს კი არის სამეფო კლუბისთვის უკვე დი მარია ფასდაუდებელი მოთამაშე, მაგრამ ერთ დროს, სრულიად ახალგაზრდა ბიჭუნა "როსარიო სენტრალში" ძირითადში მოსახვედრად იბრძოდა, როდესაც უგო ტოკალიმ კანადაში მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა, რომელიც უნდა გამართულიყო 20-წლამდელთა შორის. არგენტინა მსოფლიო ჩემპონი გახდა და ტურნირის შემდეგ ტოკალიმ არ გამოავლინა ისეთი ენთუზიაზმი აგუეროსთან მიმართებაში, როგორც ეს "ელ ფლაკოს" შემთხვევაში მოხდა. "დი მარია - არაჩვეულებრივი მოთამაშეა". - გაიმეორა მწვრთნელმა. არგენტინაში დაბრუნებისთანავე ის "ბენფიკაში" გადავიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არ იყო გამორიცხული, რომ მისი კარიერა სულ სხვა მიმართულებით წასულიყო. 2007 წელს მისით ყაზანის "რუბინი" დაინტერესებულა და თავიდან დი მარიასაც სურდა რუსეთის "პრემიერლიგაში" თამაში, მაგრამ შემდეგ მას აზრი შეუცვლია.

გავიდა დრო და, პორტუგალიაში შესანიშნავად მოთამაშე არგენტინელს, თვალი მადრიდულმა გრანდმა დაადგა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გაიფორმა კიდევაც, რაც კლუბის ოფიციალურ საიტზე 28 ივნისს გაცხადდა. შარშანდელ სეზონში ის, ბევრისდა გასაკვირად, კარგად შეეწყო გუნდს და მისი ძირითადის მოთამაშეც გახდა. თუმცა, წლევანდელ სეზონში ის მაინც სხვაა, თითქოს "აფეთქდა" და დაიწყო ისეთი თამაში, რომელიც მისგან ძალიან ცოტას, ან, საერთოდ არავის ენახა. ამ სეზონში, თავდაპირველად, ანხელი არცთუ ისეთი სტაბილური იყო, მოედნიდანაც გააძევეს კიდევაც, თანაც არაერთხელ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. თავად შეადარეთ, მარტო "ლა ლიგა" რომ ავიღოთ, გასულ სეზონში მან 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლთან ერთად, 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, წელს კი მხოლოდ თოთხმეტი მატჩი, 4 გოლი და 13 გადაცემა, მგონი, შედარებაც არ ღირს...

აგერ უკვე 4 წელი გავიდა და ტოკალი კორდობიდან ტელეფონის მეშვეობით იკვლევს ფეხბურთელის ევოლუციას. "ის ეშმაკია, - ამბობს მწვრთნელი. - ის თავხედია, თამამი. ის ფლობს ამ თვისებებს, ის მეკარის საჯარიმოში გაიზარდა". ცხადია, ეს ადამიანი "ლოს ბლანკოსის" ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს მშვენივრად იცნობს და მისი შესაძლებლობებიც კარგად იცის, დი მარია ხომ მისი ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და ის ფაბიანზე დიდ იმედს ამყარებდა. საბოლოოდ, დი მარიამ გაუმართლა კიდეც.

მარსელო ბიელსა, რომელმაც შეიმუშავა ტაქტიკური კონცეფციის ბეჯითი, გულმოდგინე კოდექსი ფეხბურთელთათვის, ამბობდა, რომ მისი აკადემიური მეთოდი არ იქნებოდა საჭირო, თუ მისი ყველა მოთამაშე, საფეხბურთო კუთხით, ქუჩაში გაიზრდებოდა. "ფეხბურთელის ბუნებრივი ჩამოყალიბება - ყველა სხვა შესაძლო ვარიანტზე უკეთესია - ხსნის "ატლეტიკის" ამჟამინდელი თავკაცი. - მსგავს აღზრდას არ გააჩნია საყოველთაოდ მიღებული ნორმა და ახალგაზრდა მოთამაშეები სპონტანურად ფორმირდებიან. მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება, იმისათვის, რათა ბუნებრივი ფორმირება დაკონკრეტებულ იქნას, საჭიროა ყოველდღიური 5-საათიანი თავისუფალი დრო 4-6 წლის განმავლობაში. ზოგიერთი კონტინენტი აგრძელებს ფეხბურთელის წარმოებას, რადგან მას გააჩნია ყველა აუცილებელი სანელებელი ამ კერძისთვის: ადგილი, დრო და სიყვარული თამაშისადმი. იმიტომ, რომ თუ ბიჭი ასევე დადის მუსიკაზე, ინგლისურზე, ის, ალბათ, ვერ შეძლებს, ყოველდღიურად ფეხბურთს 5 საათი დაუთმოს. თუ ის ცხოვრობს ქალაქში, მაშინ ის ასევე ვერ მოძებნის თავისით სხვა ადგილს".

დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს. "სანჩეს პისხუანზე", რომელიც ბოლო დროის გათვალისწინებით, სამეფო კლუბისთვის ერთ-ერთ რთულად "ასაღებ" სტადიონად ითვლება, ჟოზე მოურინიომ უარი თქვა რიკარდო კაკასა და მესუთ ოზილზე სწორედ დი მარიას გამო, რათა ის ყოფილიყო იმ პოზიციაზე, რომელზეც ითამაშა კიდეც მან. ექსპერიმენტი ახალი არ იყო, მაგრამ დამატებითი სირთულე, რომელიც გულისხმობდა "სევილიას" ოპოზიციას, რისკის განმსაზღვრელი იყო. დი მარია, რომელიც ფაქტობრივად ყოველთვის "მიწებებული" იყო მარჯვენა ფლანგზე, წარმატებულად უპასუხა თავისი მწვრთნელის მოთხოვნას. მან კარგად ითამაშა ჩაბი ალონსოსთან ერთად, შემდეგ კი არგენტინელმა ისეთი პასი გააკეთა, როგორსაც თავად დაგვაჩვია ბოლო დროს: ბურთი ორ მცველს შორის გააძვრინა და ის პირდაპირ კრიშტიანუ რონალდუს მიუვიდა, რომელიც მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩა და შემდეგ "მადრიდიც" დააწინაურა. მაგრამ 22-მა ნომერმა ეს არ იკმარა და კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, როდესაც კალეხონიც ახეირა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში მადრიდელთათვის დამაჯერებელი გახადა. მართალია, მას მესამე გოლის დროს საგოლე გადაცემა აღარ გაუკეთებია, მაგრამ მასში მონაწილეობა კი მიიღო, ხოლო შემდეგ ანგარიში ისეთი გახადა მეორე ტაიმში, რომ, ალბათ, თვით "სევილიის" ოპტიმისტ ფანატსაც კი უკვე აღარ სჯეროდა "დალაქთა" წარმატების იმ მატჩში. გოლის გატანა იყო და ჟოზემ ის მალევე შეცვალა - 66 წუთზე, თუმცა მანამდე იყო მისი მცირე ჟესტი, როცა სათადარიგო სკამთან მივიდა და ყველას სახალხოდ აჩვენა მაისური, რომელიც მის სიმამრს ეხებოდა. "სევილია" დაეცა, უფრო სწორად, დასცეს...

"დი მარიას "რეალში" ჯერ კიდევ არ უჩვენებია თავისი შესაძლებლობის 100 პროცენტი", - ამბობს ტოკალი, - მას ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია ის ნიჭი, რომელიც გააჩნია. ანხელი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რამხელა ძალა გააჩნია მას. მან თავის თავს მიზანი უნდა დაუსახოს, გადადგას ნაბიჯი და თქვას: "ამ წელს მე საუკეთესო გავხდები მსოფლიოში", მას ხომ ფეხბურთის თამაში დიდებულად შეუძლია, კარგად მუშაობს მოედანზე, გააჩნია დაყენებული დარტყმა, ის თანამედროვე მოთამაშეა, რადგან ერთნაირად კარგად თამაშობს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე, გამოჩნდება ახლო ძელთან, შესანიშნავად შეუძლია შეტევის წამოწყება... და მას შეუძლია, იყოს განსაკუთრებული პლეიმეიკერი, რადგან ის კარგი გამთამაშებელია. ჯერ კიდევ "როსარიო სენტრალში" 18 წლის ასაკში ის თამაშობდა მარცხენა შემტევ ნახევარმცველად, ასრულებდა "ათიანის" ფუქნციებს. კარლოს ისჩია მას ძირითადად სამი ცენტრალური ნახევარმცველის წინ აყენებდა, ხოლო მის წინ იდგა ორი თავდამსხმელი".

ოზილისა და კაკასთვის ეს ცუდი სიახლეა. დი მარია მუდმივად იცვლის ორივე მოთამაშის პოზიციას, შესანიშნავად შეუძლია "უკანასკნელი გადაცემის" გაკეთება და სიღრმიდან თამაში. ერთადერთი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი თვალშისაცემი მინუსი მისი მარჯვენაა. როგორც სხვა არაერთი მოთამაშე, ისიც "ცალფეხაა", უჭირს მარჯვენა ფეხით ისევე ეფექტურად მოქმედება, როგორც მარცხენათი. ისეც ხდება ხოოლმე, რომ მას მართებდა მარჯვენა ფეხით თამაში, მაგრამ მისი ამ ნაკლის გამო, ისევ თავისი "ჯადოსნური" მარცხენა ფეხის გამოყენება მოუხდა. 

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი მას ეყრდნობა და ეს როსარიოელი ყმაწვილიც იმედს უმართლებს სტატისტიკით. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დი მარიამ 24 საგოლე გადაცემა გააკეთა და 10 გოლი გაიტანა. ამავე პერიოდში ოზილმა 22-ჯერ გაატანინა თანაგუნდელს და 6 გოლი გაიტანა. კაკამ, რომელიც არგენტინელზე ერთი წლით ადრე გადავიდა სამეფო კლუბში, 12 საგოლე გადაცემა მიითვალა და თავად 18-ჯერ იხეირა. "ელ პიბიტოს" შესანიშნავი დრიბლინგი გააჩნია, არც იმის თქმა იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ "მადრიდში" საუკეთესო. მას აქვს უდიდესი ნიჭი, ბურთთან ერთად მთელი მოედანი ერთ დონეზე ირბინოს, თანაც ისე, რომ მისთვის ბურთის წართმევა ვერც კი მოახერხონ. ბევრს მასში სწორედ ეს აღაფრთოვანებს, რადგან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მის მსგავსად ასეთი თვისების გამოვლენა და "მარშის" მოწყობა. უდავოა, "ელ მაგია" გუნდს მომავალშიც გაუწევს დიდ დახმარებას, და თუ ასე გააგრძელა თამაში, არავინ იცის, იქნებ ინდივიდუალურმა ჯილდოებმაც ერთი-ორად იმატოს. ჩვენ კი, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს 23-წლის მოთამაშე კიდევ მოგვანიჭებს სიამოვნებასა და სიხარულს...

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 613 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: