მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

სამშაბათი, 14.05.2024
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » სფფ–ის სადისციპლინო კომიტეტის დასკვნა
15:41
სფფ–ის სადისციპლინო კომიტეტის დასკვნა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ, სფფ–ის სადისციპლინო კომიტეტი შეიკრიბა.

კომიტეტმა განიხილა საფეხბურთო კლუბ „დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელის – ალექს გარსიას მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება და კლუბს ფულადი სასჯელი დააკისრა.

სადისციპლინო კომიტეტის დასკვნა და შესაბამისი წერილი გადაეგზავნა საფეხბურთო კლუბის დირექტორატს. წერილში სიტყვასიტყვით ნათქვამია:

„დინამო" თბილისის დირექტორს – ზურაბ პოლოლიკაშვილს

ბატონო ზურაბ, ა.წ. 20 დეკემბერს ჩატარდა სფფ–ის სადისციპლინო კომიტეტის #3–326 სხდომა (თავმჯდომარე ტატო ლასხიშვილი; წევრები – თემურ ღაღანიძე, ზურაბ პეტრიაშვილი; პ/მდივანი – ზვიად დარასელი).

დღის წესრიგი: თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელის – ალექს გარსიას მიერ ა.წ. 19 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა „საფეხბურთო მიმოხილვაში" სფფ–ისა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მომსახურე მსაჯების მიმართ არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთების შესახებ.

კომიტეტის წევრებმა შეისწავლეს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა „საფეხბურთო მიმოხილვაში" ა.წ. 19.12 „დინამოს" მთავარი მწვრთნელის – ალექს გარსიას მიერ გაკეთებული განცხადება.

დაადგინეს: საქართველოს 2011–12 წლების ეროვნული ჩემპიონატის დებულების 7.2. პუნქტის თანახმად, თბილისის „დინამოს" კლუბი, რომლის მთავარმა მწვრთნელმა – ალექს გარსიამ ა.წ. 19.12 საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა „საფეხბურთო მიმოხილვაში" და პრესის საშუალებით სფფ–სა და მსაჯთა კორპუსის მისამართით გააკეთა არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადება – დაჯარიმებულია 3500 ლარით. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კლუბი დაჯარიმდება 7000 ლარით. ხოლო განცხადების უშუალო ავტორს აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა ერთი კალენდარული წლის ვადით.

კომიტეტის თავმჯდომარე – ტატო ლასხიშვილი

სფფ–ის პრესსამსახური

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 642 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: