მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

სამშაბათი, 14.05.2024
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » საქართველოს თასის ნახევარფინალისტების ვინაობა გარკვეულია
14:03
საქართველოს თასის ნახევარფინალისტების ვინაობა გარკვეულია

7 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და იმ ოთხი გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც უკვე მომავალ წელს, ყველაზე ახლოს იქნებიან თასის მოგებასთან.

ნახევარფინალში „გაგრა", რუსთავის „მეტალურგი", გორის „დილა" და „ზესტაფონი" გავიდნენ. „გაგრა" თასის ახლანდელი მფლობელია. გორულ კლუბს კი, შესანიშნავი შანსი აქვს, უმაღლეს ლიგაში დაბრუნების პირველივე სეზონი თასის მოგებით თუ არა, ფინალისტობით მაინც აღნიშნოს.

დილა – ბაია 5:2 (პირველი მატჩი 2:2)

გორი. სტადიონი „ქართლი"

დილა: შეყრილაძე, ლომიძე (ჭითანავა 81), ბაქრაძე, ქარქუზაშვილი, ვ.ხორგუაშვილი, პ.ხორგუაშვილი, გოგინაშვილი, ჯოჯუა, დ.ჩაგელიშვილი, რაჟამაშვილი (ნემსაძე 46), ახალკაცი (სადაღაშვილი 74)

მთ.მწვრთნელი – თემურ მახარაძე

ბაია: ლემონჯავა, ტყემალაძე (ფარჯიკია 46), შონია (ახალაია 46), აფაქიძე, აკობია, ეხვაია, გუგუჩია, სიხარულია, რიგვავა, სამუშია, მგელაძე (პაჭკორია 18)

მთ.მწვრთნელი – ელგუჯა ქომეთიანი

გოლები: რაჟამაშვილი (14), დ.ჩაგელიშვილი (21), ახალკაცი (28, 61), პაჭკორია (54), პ.ხორგუაშვილი (73), ეხვაია (90)

მსაჯი: ოთარ ხეცაძე

 

მერანი – გაგრა 2:0 (პირველი მატჩი 0:4)

ზუგდიდი. „ბაიას" საწვრთნელი ბაზა

მერანი: შეროზია, კაკუშაძე (მელიავა 46), ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, დიდავა, გრიგალაშვილი, მემარნიშვილი, ჩალაძე, ტაპე, ტორაძე (ქამუშაძე 56)

მთ.მწვრთნელი – არჩილ ჩხაბერიძე

გაგრა: ბეგაშვილი, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, კალანდაძე, ხუციძე, ჯიშკარიანი (ხოჯაშვილი 46), შარიქაძე, გაბედავა, ყურულაშვილი, ჭკუასელი (ჩხეტიანი 54), ჯერემია (კვანტალიანი 85)

მთ.მწვრთნელი – ზვიად ჯელაძე

გოლები: ტაპე (21), გრიგალაშვილი (62)

გაფრთხილება: იობაშვილი, დიდავა, ჯგერენაია, შეროზია, კვანტალიანი

მსაჯი: ირაკლი ურუშაძე

 

ვიტ ჯორჯია – მეტალურგი 1:2 (პირველი მატჩი 0:1)

მცხეთა. სტადიონი „მცხეთა პარკი"

ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ხურცილავა, გოგიაშვილი, ადამაძე (გეთიაშვილი 74), ღანიაშვილი, გურამ გურეშიძე, ვასაძე (მაისაშვილი 64), გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე, კორიფაძე (სიხარულიძე 62), ჩიმაკაძე

მთ.მწვრთნელი – ზურაბ ბერიძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, კვარაცხელია, კვახაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე (გავაშელიშვილი 81), დობროვოლსკი, ქავთარაძე (ჭედია 76), მაისურაძე (გეწაძე 76), მოდებაძე, ტატანაშვილი

მთ.მწვრთნელი – კობა ჟორჟიკაშვილი

გოლები: ქავთარაძე (29), ადამაძე (40), ტატანაშვილი (69)

გაფრთხილება: კვახაძე, გურამ გურეშიძე

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

სათასო დაპირისპირებების უდაოდ ცენტრალური მატჩი კი, ზესტაფონში გაიმართა, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ყოფილი მთავარი მწვრთნელის – გია გეგუჩაძის ახლანდელ გუნდს  – ქუთაისის „ტორპედოს" დაუხვდა.

დიდი ინტერესისა და ინტრიგის ყველანაირი მოლოდინი გაამართლა იმერელთა განმეორებითმა სათასო შეხვედრამ. ტრადიციულად სავსე ტრიბუნები, შესანიშნავი ატმოსფერო, მხურვალე ქომაგობა და ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი იხილა სტადიონზე მისულმა თუ ტელეეკრანებთან მჯდომმა გულშემატკივარმა. გადაჭარბებული ნათქვამი თუ არ გამოგვივა, ეს მატჩი ნამდვილი თრილერი გამოდგა. მაყურებელს წამით არ მისცემია მოწყენის საშუალება.

ქუთაისელები მატჩის უკანასკნელი წუთის ჩათვლით 1:0 იგებდნენ, თუმცა, „ზესტაფონმა" სასწაული დამატებულ 4 წუთში მოახდინა, მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა. ამ საღამოს, იღბალი აშკარად მასპინძელთა მხარეს აღმოჩნდა – მარგველთა ორივე გოლი რიკოშეტით გავიდა.

მანამდე კი, ტაიმებს შორის შესვენებაზე, „ზესტაფონის" ასაკობრივ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ სფფ–ის საჩუქარი – 100 ბურთი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ამ პროექტის განხორციელება ფეხბურთის ფედერაციამ უკვე თვეზე მეტია დაიწყო და უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს საჩუქრად ათასზე მეტი ბურთი გადასცა.

მოკლედ, ამ მატჩის შესახებ, ალბათ, კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. „ტორპედოს" კი, თასის მომავალ გათამაშებამდე მოუწევს მოცდა.

ზესტაფონი – ტორპედო 2:1 (პირველი მატჩი 1:1)

ზესტაფონი. სტადიონი „დავით აბაშიძე"

ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, ონიანი, ელიავა (ბენაშვილი 77), ძარია (სარდალიშვილი 87), გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი (ალადაშვილი 66), აფციაური, დვალი, ლომია

მთ.მწვრთნელი – გია ჭიაბრიშვილი

ტორპედო: მიგინეიშვილი, თოდუა, გამეზარდაშვილი, ფოფხაძე, გურული, დიღმელაშვილი (კუხიანიძე 73), დათუნაიშვილი, დოლიძე, თარხნიშვილი, ბოლქვაძე (საბანაძე 56), გოცირიძე (მეგრელაძე 63)

მთ.მწვრთნელი – გია გეგუჩაძე

გოლები: გოცირიძე (62), გორგიაშვილი (90+1), ბენაშვილი (90+4)

გაფრთხილება: ღონღაძე, ძარია, თოდუა

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

სფფ–ის პრესსამსახური


კატეგორია: სპორტი | ნანახია: 700 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: