მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

ოთხშაბათი, 15.05.2024
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » ფერგიუსონმა თვალი შაჰინს დაადგა
20:52
ფერგიუსონმა თვალი შაჰინს დაადგა

0
ბრიტანული ’Caughtoffside’- ის ინფორმაციით, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე ახალი სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს - როგორც ჩანს, "წითელ ეშმაკუნებს" სხვა კლუბებისა და მათ ფეხბურთელებს შორის არახელსაყრელი პირობების ხარჯზე სურთ სარგებელის გამონახვა, ამიტომაც მათ თვალი ნური შაჰინს დაადგეს. სეზონის ბოლოსთვის, მანჩესტერელები თურქი ნახევარმცველის შეძენას ისახავენ მიზნად, ნახევარდაცვის გასაძლიერებლად.

იმავე წყაროზე დაყრდნობით, სერ ალექს ფერგიუსონი არა ერთი, არამედ ორი კრეატიული ნახევარმცველის შეძენას გეგმავს მომავალი სეზონისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმეტესწილად, უესლი სნეიდერი ან ლუკა მოდრიჩი ფიგურირებენ. რაც შეეხება ნური შაჰინის კანდიდატურას, ინგლისელთა სასარგებლოდ ისიც მოქმედებს, რომ მადრიდელებს თურქის გაყიდვა გაცილებით დაბალ ფასად მოუწევთ, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ნური შაჰინის მომავალი სამეფო კლუბის რიგებში ბუნდოვანია, რადგანაც თურქს ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ჩაბი ალონსოს. კოზირი კი, მანჩესტერელთა ხელთაა - ფერგიუსონი მზადაა თურქ ნახევარმცველს სათამაშო დრო მისცეს, რაც მისთვის უცხოა მადრიდის "რეალში" გადმოსვლის დღიდან.

და ბოლოს, სპორტული პრესა იმასაც კი წერს, რომ შაჰინს გერმანიაში დაბრუნებას ურჩევენ. კერძოდ, იმ გუნდში, რომელთანაც მას გაცილებით სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს, ვიდრე მადრიდის "რეალთან". ამ წუთისთვის, ნურის გერმანიაში დასაბრუნებლად დორტმუნდის "ბორუსია" იბრძვის. გარდა ყოფილი კლუბისა, თურქის გადაბირებას მეორე "ბორუსიაც" ცდილობს, ოღონდ მიუნხენგლადბახის.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 567 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: