მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

ოთხშაბათი, 15.05.2024
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » "მალაგას" ძალზე ძლიერი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს"
20:50
"მალაგას" ძალზე ძლიერი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს"
დღეს ალვარო არბელოამ "Bwin"–თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა...

"მალაგას" შესანიშნავი ფეხბურთელები გყავს, რომლებიც ყველა გუნდს დიდ პრობლემას უქმნიან. მათ ჰყავთ ისკო, კაზაროლა, ხუაკინი, რომელებიც ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთელია. მათ ძალზე კრეატიული და ძლეირი შემტევი მოთამაშეები ჰყავთ, რაც "სამეფო თასის" მატჩში დაამტკიცეს, როდესაც ჩვენს კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს."

"ჩვენ ბრწყინვალე სეზონს ვატარებთ, რაც გულშემატკივრებსაც ძალზე ახარებს. გვსურს, რომ სეზონი ტრიუმფალურად დავასრულოთ. შემდეგი ორი თვე მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თითეული მატჩის უშეცდომოდ ჩავატაროთ."

"მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ფორმა შეინარჩუნოს. გუნდი ძალზე მადლიერი ჩვენი ფორვარდებით, რადგან მათ უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის გამარჯვებაში."

"ყოველთვის მსურდა 17 ნომრიანი მაისურის იღბალი "რეალშიც" გამომეცადა. სწორედ ამ ნომრით დავიწყვე ჩემი კარიერა "კასტილიაში" და სწორედ 17 ნომრით ვასპარეზობდი "დეპორტივოსა" და "ლივერპულში". ამ ნომერს ყოველთვის იღბალი მოჰქონდა ჩემთვის."
 










კატეგორია: სპორტი | ნანახია: 664 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: