მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

ოთხშაბათი, 15.05.2024
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » მადრიდის "რეალის" არც ერთ ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაცია ყვითელი ბარათების გამო
20:54
მადრიდის "რეალის" არც ერთ ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაცია ყვითელი ბარათების გამო

ცნობილია, რომ "აპოელთან", პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ჩაბი ალონსო, რომელსაც მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე სამი გაფრთხილება დაუგროვდა. სამაგიეროდ, ამ ჯერზე არც ერთ მადრიდელ ფეხბურთელს არ აქვს მიღებული ორი ყვითელი ბარათი და შესაბამისად, ჯერ-ჯერობით ამ მხრივ, მოურინიოს სადარდებელი არ აქვს, რამეთუ არც ერთ მადრიდელს არ ემუქრება მეოთხედ-ფინალის არც ერთი მატჩის გამოტოვება.

ახლა კი გაგაცნობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთაც მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე მიიღეს თითო ყვითელი ბარათი. ესენი არიან: პეპე, კარვალიო, რონალდუ, ხედირა, დიარა, ალბიოლი, იგუაინი, არბელოა, რამოსი და კოენტრაო. აქვე გეტყვით, რომ ხორვატიაში, ზაგრების "დინამოსთან" მატჩში მარსელომ ორი ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო და რა თქმა უნდა, დისკვალიფიკაცია მომდევნო მატჩშივე მოიხადა. ხოლო, ჩაბი ალონსო "აპოელთან" ვერ ითამაშებს.


კატეგორია: სპორტი | ნანახია: 626 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: