მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

სამშაბათი, 14.05.2024
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » GFF
13:45
GFF

12 დეკემბერს, „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონმა საქართველოსა და ირანის 16–წლამდე ნაკრები გუნდების მორიგ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა და პირველი მატჩისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. აშკარად უკეთ გამოიყურებოდა ჩვენი მეტოქე. ალი დოსტის გუნდმა თითქმის მთელი მატჩი შეტევებში გაატარა, რაც, პირველი მატჩისგან განსხვავებით, უკეთ გამოუვიდათ.

ჩვენი ნაკრები კი, შეტევის ხაზში მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა. საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებდა ილია კერძევაძე, რომელიც ამჯერადაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა, პირველი თამაშის მსგავსად, სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ტაიმიც სულაც უგოლოდ დავასრულეთ.

მეორე ტაიმი სულ სამი წუთის დაწყებული იყო, როცა ჩვენმა სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. თავი ალი რიგიმ გამოიჩინა. გელა შეყილაძის ფეხბურთელებმა საპასუხო გოლის გატანა მხოლოდ მატჩის მიწურულს, 78–ე წუთზე შეძლეს. ნიკა ლაშხიას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის კარი თავური დარტყმით შეცვლაზე შესულმა გიორგი ბუნტურმა აიღო.

საქართველოU16 – ირანიU16 1:1 (0:0)

თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი"

საქართველოU16: ჩაფიძე, ბაღდავაძე (ბუნტური 42), მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე (გაბედავა 78), ა.არველაძე (გელაშვილი 42), ჯობავა, ლაშხია, კერძევაძე, მესხი (შულარია 59), კობახიძე

მთ.მწვრთნელი – გელა შეყილაძე

ირანიU16: სეჯადი, ნასრი, ჯაფერი, ჰაგზადე, ჰოსეინი, ვეჯდანი (კეივანი 71), ბაზაჯი, ეზატოიაჰი (შოჯაქი 80), რიგი, ბაიოჯი (მაჰარამი 55), ჰაზამი

მთ.მწვრთნელი – ალი დოსტი

გოლები: რიგი (43), ბუნტური (78)

გაფრთხილება: რიგი

მსაჯები: მალხაზ ბეუქლიშვილი, დავით ჩიგოგიძე, ლევან ვარამიშვილი, შოთა ქუხილავა

როგორც მატჩის შემდეგ ქართველი 16–წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა – გელა შეყილაძემ თქვა, მეორე ტესტ–მატჩი გაცილებით რთული გამოდგა. „ნელ–ნელა იკვეთება გუნდის ძირითადი ბირთვი, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია, რადგან ამ ბიჭებს, მომავალ წელს უკვე ოფიციალური ტურნირების თამაში მოუწევთ" – განაცხადა შეყილაძემ.

სფფ–ის პრესსამსახური

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 664 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: