მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

სამშაბათი, 14.05.2024
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » "ბლანკოსი" კაკას ტრანსფერის საკითხებს განიხილავს
12:38
"ბლანკოსი" კაკას ტრანსფერის საკითხებს განიხილავს

არ ვიცი რამდენად რეალური ინფორმაციაა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომეწოდებინა. ესპანურ საფეხბურთო საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა კაკასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ საკითხებს განიხილავს...

ბრაზილიელი ნახევარმცველის შეძენით ლონდონის ჩელსი და საფრანგეთის პსჟ ინტერესდებიან. ორივე გუნდი მზადაა მოლაპარაკებების საწარმოებლად, მათი შემოთავაზებული თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით კაკას არ აკმაყოფილებს ამჟამინდელი მდგომარეობა და სასტარტოში თამაშზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს, ჟოზე მოურინიო კი უპირატესობას მესუთ ოზილს ანიჭებს, ამას ემატება გამოჯანმრთელებული ნური შაჰინის ფაქტორიც, რომელიც ნელ-ნელა ფორმაში შედის.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მაგრამ რამდენად სანდო ინფორმაციაა დღესდღეობით გავრცელებული, ეს უკვე სხვა საკითხია.


კატეგორია: სპორტი | ნანახია: 653 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: