მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

ოთხშაბათი, 15.05.2024
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » აგენტი: ”ამაური “ტოტენჰემში” არ გადავა”
11:15
აგენტი: ”ამაური “ტოტენჰემში” არ გადავა”

ტურინის "იუვენტუსის” თავდამსხმელის, ამაურის აგენტი, უარყოფს გავრცელებულ ჭორებს, იმის შესახებ, რომ მისი კლიენტი "ტოტენჰემში” ამ ზამთარს გადავა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ფორვარდი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს:"მე არ მქონია საქმიანი შეხვედრა "ტოტენჰემის” წარმომადგენლებთან. ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია ფეხბურთელის სურვილიც. ჯენოა? – ეს ძალიან კარგი კლუბია, თუმცა ჩვენ ისინი არ დაგვკავშირებიან”. შეგახსენებთ, რომ ამაურიმ 2011 წლის პირველი ექვსი თვე ”პარმაში” გაატარა, სადაც 11 შეხვედრა ჩაატარა და თავი 7-ჯერ გამოიჩინა. მას ამ ზაფხულს ჰქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, თუმცა თავდამსხმელმა ყველა წინადადება უარყო და ტურინში დარჩენა ისურვა. მისი კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან” 2012 წლის ზაფხულში იწურება.


კატეგორია: სპორტი | ნანახია: 679 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: