მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

www.xaraa.ucoz.com

სამშაბათი, 14.05.2024
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » 10-14 ნომერთა ტანდემი ისევ ძალაშია
12:42
10-14 ნომერთა ტანდემი ისევ ძალაშია

არსენალის ქომაგთათვის მუდამ ტკბილად მოსაგონებელია ის პერიოდი, როდესაც დენის ბერგკამპი და ტიერი ანრი ერთად თამაშობდნენ. 10-14 ნომერ ლეგენდათა ტანდემი მართლაც, რომ შესანიშნავი იყო და როდესაც მათი შესრულებით მეტოქეთა კარი ილაშქრებოდა ხან ერთი იყო ასისტის როლში და ხანაც მეორე. ტიტი და " მფრინავი ჰოლანდიელი " თვალდახუჭული უგებდნენ ერთმანეთს და ინტერვიუებში მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ დიდი ბედნიერებაა, რომ ისინი ერთმანეთის მხარდამხარ თამაშობენ.
 
  დენისმა ერთ-ერთ ინტერვიუში ტიერი ანრი შეაქო და განაცხადა:
  "ტიტი შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ძალიან სწრაფი, ტექნიკურია და შეუძლია ნებისმიერ ბურთზე გავიდეს. მას ყველაფერი აქვს იმისათვის რათა ერქვას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავამსხმელი"
 
  ბერგკამპის მიმართ არც ტიერის დაუშურებია საქებარი სიტყვები და მას ფენომენალური ფეხბურთელი უწოდა:
  "დენისი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის უბრალოდ ფენომენალურია. დენისი იყო, არის და იქნება საუკეთესო ფეხბურთელი ვის მხარდამხარაც მე ოდესმე მითამაშია. "

  დრო გადიოდა და შესაბამისად ვერც ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი ეყოლებოდა არსენალს მარად. მათი წასვლის მერე კი არსენალში არაერთი თაობა გამოიცვალა და მიუხედავად ამისა არ ჩანდა ისეთი ტანდემი ვინც ოდნავ მაინც მიებაძებოდა 10 და 14 ნომერ ლეგენდათა ტანდემს.
  გავიდა დრო და არსენალს ისევ გამოუჩნდა ერთმანეთისთვის უსიტყვოდ გამგები ტანდემი. საქმე ეხებათ რობინ ვან პერსის და ტეო უოლკოტს. შეიძლება ცოტა გადაჭარბებულიც შეიძლება იყოს მათი ძველ ლეგენდებთან შედარება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რობინი-ტეოს ტანდემი არის ის რაც " მეთოფეთა " ზარბაზანს ისევ ასროლინებს და ამ ტანდემზე მომავალშიც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
  ჰოლანდიელი და ინგლისელი ფეხბურთელები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და ამას ეს არავისთვისაა შეუმჩნეველი, მათ შორის არც ვენგერისთვის, არც ფანებისთვის და არც ერთმანეთისთვის.
 
  რობინ ვან პერსიმ როდესაც ჰკითხეს თუ ვინ ეხმარება მას ყველაზე ხშირად გოლის გატანაში განაცხადა:
  "ხალხი ხშირად მეკითხება თუ ვისი პასებით ვიტან ხშირად გოლს და მე ვპასუხობ, რომ უდაოდ უოლკოტის. ჩემთვის როგორც თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია, როცა გუნდში გყავს ისეთი პარტნიორი, რომელმაც იცის სად ვარ? როგორ ვმოძრაობ? და სადაა ჩემთვის საჭირო, რომ პასი გაკეთდეს? უოლკოტიც სწორედ ასეთია. მან იცის თუ სად ვარ და სად უნდა მომცეს საგოლე პასი."
  რობინის მიმართ საქებარ სიტყვებს როგორც წესი არც ინგლისელი ვინგერი იშურებს და მან ჰოლანდიელ კაპირანს, არც მეტი არც ნაკლები "მეთოფეთა" ლეგენდობა უწინასწარმეტყველა:
  " პერსის აქვს შესაძლებლობა გახდეს კლუბის ლეგენდა, მე აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით და შესაძლებლობებით. ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, რადგან მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა, უბრალოდ მცირე შანსი მიეცით მას."

  რადგანაც დავიწყეთ საუბარი მათზე, როგორც შეთანხმებულ ტანდემზე მინდა წარმოგიდგინოთ ის სტატისტიკური მაჩვენებელი თუ რამდენჯერ იხეირეს ვან პერსიმაც და ტეო უოლკოტმაც ერთმანეთის საგოლე გადაცემით. რაც შეეხება ასისტის ასპექტს ამ მხრივ ტეო ლიდერია რადგან ინგლისელ ფეხბურთელს, მას მერე რაც ის არსენალში გადავიდა 15-ჯერ აქვს ჰოლანდიელისთვის შედეგიანი გადაცემა გაკეთებული. საპირისპიროდ კი იმის თქმა შეიძლება, რომ რობინს 3-ჯერ აქვს ტეოსთვის საგოლე გადაცემა გაკეთებული.
  წარმოგიდგენთ მათ საგოლე გადაცემებს სეზონების მიხედვით:
  
  ტეო უოლკოტი -----> რობინ ვან პერსი
 
2006-07 სეზონი
  უოტფოორდი - არსენალი 1-2
 
2007-08
სანდერლენდი - არსენალი 3-2
 
2008-09
ბლექბერნი - არსენალი 0-4
არსენალი - პორტუ 4-0
 
2009-2010
არსენალი - ფულემი 4-0
 
2010-2011
ვესტ ჰემი - არსენალი 0-3
  არსენალი - უიგანი 3-0
  ნიუკასლი - არსენალი 4-4
  არსენალი - ვულვზი 2-0
  ბლექპული - არსენალი 1-3
ტოტენჰემი - არსენალი 3-3
 
2011-2012
დორტმუნდი - არსენალი 1-1
არსენალი - ბოლტონი 3-0
ნორვიჩი - არსენალი 1-2
უიგანი - არსენალი 0-4
 
რობინ ვან პერსი -----> ტეო უოლკოტი
 
2010-11
ბლექბერნი - არსენალი 1-2
ვესტ ჰემი - არსენალი 0-3
 
2011-12
ჩელსი - არსენალი 3-5
 
ალბათ შეამჩნევდით იმ მეტად სასიამოვნო სტატისტიკას, რომ არსენალი თამაშს, სადაც რობინ ვან პერსის და უოლკოტს ერთმანეთის ასისტებით გააქვთ გოლები, არათუ აგებს არამედ 90 % სწორედ მათ სასარგებლოდ სრულდება. 
 ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ რობინ ვან პერსის მიერ არსენალის მაისურით გატანილი პენალტებიდან 3 სწორედ ტეო უოლკოტის წინააღდეგ უხეში თამაშის გამო იყო დადებული. გთავაზობთ იმ მატჩების ვინაობას სადაც, რობინმა ტეო უოლკოტის მიერ მოპოვებული პენალტების რეალიზება მოახდინა 
 
2008-09
არსენალი - ვილიარეალი 3-0
 
2010 - 11 
ვესტ ჰემი - არსენალი 0-3
 
2011 - 12
ასტონ ვილა - არსენალი 1-2










კატეგორია: სპორტი | ნანახია: 656 | დაამატა: x_a_r_a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: